NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "ფენიქს სანს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 98:120 დამარცხდა.
მასპინძლებმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველივე მეოთხედში 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც შემდეგ ხელიდან აღარ გაუშვიათ და ზედიზედ ხუთ მატჩიანი წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმეს.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 17:46 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში ქართველის მონაგარი 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო, ხოლო ქართველის 4 ნასროლი სამქულიანიდან მიზანს ვერცერთმა ვერ მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო რეპტორსი" 39 მოგებითა და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 24 მარტს "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.







