ფეხბურთი

13:00 | 23.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: "მადლობელი ვარ, რადგან მთავარი მსაჯი მოვიდა და ახსნა თუ რატომ გააძევა ვალვერდე"

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდულ დერბიში „რეალმა“ „ატლეტიკო“ 3:2 დაამარცხა და სანაკრებო პაუზაზე კარგ განწყობაზე გავიდა. მატჩის შემდეგ სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ძალიან ბედნიერები ვართ, დაგეგმილი სამი ქულა მოვიპოვეთ და ეს ყველაფერი კაცნაკლულებმა გავაკეთეთ. გუნდმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ხასიათი და სიმტკიცე. ვინისიუსმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ის ჩვენი ფეხბურთელია. არ ვიცი ეს მისი შესაძლებლობების საუკეთესო მომენტია თუ არა, მაგრამ ის ამისგან შორს ნამდვილად არ არის.

ძალიან მადლიერი ვარ შეხვედრის მთავარი მსაჯის გამო, რომელიც მატჩის შემდეგ მოვიდა და ამიხსნა, თუ რატომ გააძევა ვალვერდე. მან მითხრა, რომ დაინახა ძალის გადამეტებული გამოვლინება, ჩემთვის ეს ასე არ არის, რადგან იქ ვალვერდეს მხრიდან მეტოქის განძრახ დაზიანება არ ჩანდა, მაგრამ მის საქციელს ვაფასებ და მადლობელი ვარ. წითელმა ბარათმა სიტუაცია გაართულა, თუმცა მოგება მაინც შევძელით. ახალ ყველა ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ", - განაცხადა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ლა ლიგაში 69 ქულით მეორე ადგილზეა, ოთხი ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, მომდევნო ტურში კი 4 აპრილს, „მალიორკას“ ესტუმრება. „ატლეტიკო“ 57 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, შემდეგ თამაშს 4 აპრილს, „ბარსელონასთან“ გამართავს, რომელსაც შემდეგ სამ დღეში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164019