ფეხბურთი

12:15 | 23.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "გურამ კაშია მონუმენტური ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გურამ კაშიას სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, კაშია ქართული ფეხბურთისთვის მონუმენტური ფიგურაა.

"გურამ კაშია მონუმენტური ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის. ზოგადად, ახალი კაპიტნის არჩევა იოლი გადაწყვეტილება არ არის, თმცა ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, ჩემთვის ძალიან მარტივი გადასაწყვეტი იყო, თუ ვინ გახდებოდა ნაკრების ახალი კაპიტანი. გურამთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრი გვისაუბრია როგორც ფეხბურთზე, ისე ზოგადად ცხოვრებაზე. ჩემი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო მას. ძალიან სასიამოვნო იყო გურამთან ერთად მუშაობა. როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სრულდება, აუცილებლად იწყება რაღაც ახალი. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს მომავალში", - განაცხადა სანიოლმა.

გურამ კაშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 17-წლიანი სანაკრებო კარიერას ასრულებს. ის ნაკრების მაისურით ბოლო მატჩს 2 ივნის რუმინეთთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.080189