ფეხბურთი

14:45 | 23.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი შეთანხმებულია, ანტუან გრიზმანის მომავალი კლუბის ვინაობა ცნობილია

მადრიდის "ატლეტიკოს" 35 წლის ფრანგი ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს, რომელიც შემდგომ ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.

როგორც ირკვევა, გრიზმანი კარიერას "ორლანდო სიტიში" გააგრძელებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები თავდაპირველად მარტში გადასვლაზე მიმდინარეობდა, თუმცა მადრიდულმა კლუბმა აღნიშნული შეთანხმება დაბლოკა, საბოლოოდ კი "ორლანდო" ფეხბურთელის ზაფხულში უფასოდ გაფორმებას დათანხმდა. ანტუან გრიზმანი უახლოეს დღეებში ორლანდოში გაემგზავრება სადაც ოფიციალურად მოაწერს ხელს, ხოლო კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. კარიერის განმავლობაში ფრანგს "სოსიედადში" ატლეტიკოსა" და "ბარსელონაში" უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093733