ფეხბურთი

13:56 | 23.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის კლუბი გიორგი მიქაუტაძისთვის შეთავაზებას ამზადებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ვილიარეალის" შემტევით გიორგი მიქაუტაძის დამატებით პრემიერლიგის კლუბი ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ტოტენჰემის" მთავარი სამიზნე იქნება. ლონდონელები მიქაუტაძეს ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც აკვირდებოდნენ, თუმცა მაშინ "ვილიარეალისთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ. ახლა, კი ყველაფერი სერიოზულადაა, თუ ესპანურ გამოცემას დავუჯერებთ, "ტოტენჰემი" ოფიციალურ წინადადებას ამზადებს და მზადაა ქართველის სანაცვლოდ 60 მილიონი გადაიხადოს. ჯერჯერობით, "ვილიარეალის" პოზიცია ამ საკითხზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე "ვილიარეალის" რიგებს გასულ ზაფხულს "ლიონიდან" შეუერთდა და კლუბთან ხელშეკრულება 2031 წლამდე აკავშირებს. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში თავი 12 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090933