ფეხბურთი

16:36 | 23.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ვალვერდეს წითელი ბარათის გასაჩივრებას აპირებს

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდულ დერბიში „რეალმა“ „ატლეტიკო“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და სანაკრებო პაუზაზე კარგ განწყობაზე გავიდა.

დერბის სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, შეხვედრის 77-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ფედერიკო ვალვერდე გააძევა. აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანურ მედიაში აქტიური განხილვის საკითხი გახდა, რადგან მიაჩნიათ, რომ იმ ეპიზოდში ურუგვაელი ფეხბურთელი წითელ ბარათს არ იმსახურებდა. როგორც ირკვევა, მადრიდის "რეალი" მუნუერას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სადისციპლინო კომიტეტი, თუმცა არსებობს შანსი, რომ ვალვერდე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს, რის გამოც შესაძლოა გუნდს "მალიორკასთან" და "ჟირონასთან" შეხვედრებში ვერ დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ლა ლიგაში 69 ქულით მეორე ადგილზეა, ოთხი ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, მომდევნო ტურში კი 4 აპრილს, „მალიორკას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163365