მადრიდის "რეალის" გერმანელი ფეხბურთელის ანტონიო რუდიგერის დამატებით ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი და იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებენ.
წყაროების ცნობით, რუდიგერის დამატება თავად ტურინელთა დამრიგებელ ლუჩანო სპალეტის სურს, რადგან მიაჩნია, რომ გერმანელის გამოცდილება და ლიდერული თვისებები გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. გავრცელებული ინფორმაციით "იუვენტუსს" რუდიგერეთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.
ცნობისთვის, ანტონიო რუდიგერს "რეალთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს, რადგან ჯერჯერობით "სამეფო კლუბი" მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. რუდიგერის ტრანსფერით "იუვენტუსის" გარდა, პრემიერლიგის რამდენიმე კლუბიც ინტერესდება.





