ფეხბურთი

19:08 | 23.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "ბერგამოში თამაში ავირჩიე, რადგან "სან სიროზე" შეცდომას თუ დაუშვებ, მაშინვე გისტვენენ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.

მან დაასახელა მიზეზი, რატომ ითამაშებენ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩს ბერგამოში, მცირე ტევადობის სტადიონზე, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ, მაგალითად, მილანში 75 ათასი ადამიანის მხარდაჭერა ჰქონოდათ.

„ბერგამოში თამაში მე ავირჩიე, რადგან „სან სიროზე“ ერთ არაზუსტად პასს თუ გააკეთებ, თამაშის დაწყებიდან 10 წუთში სტვენას გიწყებენ.

კიეზა? ყველა მოთამაშის გონება ერთნაირი არ არის. მესმის, რომ პრობლემები აქვს და საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის. ამიტომაც, ის გავათავისუფლეთ ამ მატჩებისგან. ტონალი დღეს ივარჯიშებს მცირედით, ხვალ ვნახოთ, იმედია, მზად იქნება. კალაფიორიც მცირე ტკივილს გრძნობს, მაგრამ ველოდებით, რომ გამოჯანმრთელდება.

ჩემი ფეხბურთელები არ არიან დაბალი დონის, გუნდში მყავს ხალხი, რომლებმაც ტიტულები მოიგეს - სკუდეტოები, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, ევროპის ჩემპიონატიც მოიგეს“, - აღნიშნა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში 26 მარტს, ბერგამოში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი, ფინალში გავა, სადაც 31 მარტს, სტუმრად უელსს ან ბოსნიას გაეჯირება. შედეგად, იტალიას ამ მატჩების მოგება სჭირდება, რომ მუნდიალს მიღმა ზედიზედ მესამედ არ დარჩეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090182