ფეხბურთი

19:43 | 23.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია"

„ნაპოლის“ ყოფილამ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, რომელიც ამჟამად ბელგიის ნაკრებში მუშაობს, ლიგა 1-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

როგორც ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია, რომელიც პსჟ-ში თავს კარგად რომ წარმოაჩენდა, ცხადი იყო:

„მას დრო სჭირდებოდა 2022-2023 წლების შესანიშნავი სეზონის გასაანალიზებლად, როდესაც ჩემპიონები გახდნენ. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მოულოდნელად თავი გამოიჩინა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ამის გადახარშვა სჭირდებოდა. თუმცა, ის საოცარი მოთამაშეა. აშკარა იყო, რომ პსჟ-სთვის ხარისხიანი შენაძენი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეტევაში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, როგორიცაა დუე, ბარკოლა და „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული უსმან დემბელე“, - აღნიშნა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსია და ხვიჩა კვარაცხელია 2023-2024 წლების სეზონში „ნაპოლიში“ ერთად მუშაობდნენ, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი წარუმატებელი შედეგების გამო მალევე დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.14823