ფეხბურთი

20:20 | 23.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანომ "არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას სხვადასხვა გამოცემა ლონდონის „არსენალს“ უკავშირებს, თითქოს, ინგლისელები ზაფხულში ეცდებიან ქართველის შეძენას.

ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ „არსენალს“ მართლაც სურს გარემარბის პოზიციის გაძლიერება და კვარაცხელია მათთვის იდეალური შენაძენი იქნებოდა, მაგრამ ამბობს, რომ ძალიან რთული იქნება ამ ტრანსფერის განხორციელება.

„თუ მკითხავთ, არის თუ არა პრემიერლიგის მხრიდან ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, პასუხი ცხადია, დადებითია. მაგალითად, „არსენალისთვის“, ის ალბათ იდეალური მოთამაშე იქნებოდა, იდეალური გარემარბი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მართლაც ძალიან რთული ტრანსფერი იქნება. მაინც ვფიქრობ, რომ „არსენალი“ ამ ზაფხულს გარემარბს დაიმატებს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა რომანომ.

კვარაცხელია, რომელიც პსჟ-ში 2025 წლის იანვარში შეუერთდა, ამჟამად ფრანგულ გუნდთან კონტრაქტით 2029 წლის ივნისამდეა დაკავშირებული.

ქართველ ფეხბურთელს პსჟ-ში დღემდე 69 მატჩი აქვს ჩატარებული და 20 გოლი გაიტანა (მათ შორის, 10 ჩემპიონთა ლიგაზე). ხვიჩამ პარიზელთა რიგებში ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საფრანგეთსი ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163453