„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილებარ მიუღია.
„რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას და შესაძლო გადაწყვეტილებას, ვრჩები იმ აზრზე, რაც ადრე ვთქვი ინტერვიუებში და მედიასთან. არაფერი შეცვლილა, დრო ავიღე, რათა ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო, შესაბამისად, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია“, - თქვა პოლონელმა.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ეწურება და კლუბს დატოვებს, მაგრამ სად კლუბს დატოვებს, მაგრამ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში, ჯერჯერობით, უცნობია.





