„პარი სენ-ჟერმენმა“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ბორნმუთის“ ფეხბურთელი რაიანი შეიძინოს.
19 წლის ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ როგორც ბრაზილიური RTI Esporte იტყობინება, ტრანსფერისთვის 40 მილიონი ევრო შესაძლოა, საკმარისი იყოს.
რაიანი „ბორნმუთს“ მიმდინარე წლის იანვარში „ვასკო და გამადან“ 28 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ პრემიერლიგაში ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ გასულ ზაფხულს "ბორნმუთიდან" უკრაინელი მცველი, ილია ზაბარნი შეიძინა.





