ფეხბურთი

0:15 | 24.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ენცო ფერნანდესი: "რეალი"? ახლა მხოლოდ "ჩელსიზე" და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვფიქრობ"

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა ენცო ფერნანდესმა კომენტარი გააკეთა ჭორებს, რომლის მიხედვით ის შეიძლება მადრიდის „რეალში“ გადავიდეს.

როგორც არგენტინელმა თქვა, ახლა მხოლოდ სეზონის დასრულებაზეა კონცენტრირებული და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე:

„სიმართლე გითხრათ, არაფერი ხდება. არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ახლა „ჩელსიზე“ და სეზონის ბოლო თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვნახავთ“, - თქვა ენცო ფერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ ორი მატჩის ჯამში 2:8 დამარცხდა, სამი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა. ენცო ფერნანდესი "ჩელსიში" 2023 წლიდან თამაშობს და 160 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094157