ფეხბურთი

0:48 | 24.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპმა გერმანიის ნაკრებსა და "რეალში" შესაძლო მუშაობაზე კომენტარი გააკეთა

იურგენ კლოპმა გერმანიის ნაკრების მწვრთნელობაზე კომენტარი გააკეთა. მან არ გამორიცხა, რომ მომავალში მართლაც ჩაიბაროს „ბუნდესნაკრები“.

გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა მადრიდის „რეალში“ შესაძლო მუშაობაზეც:

„გერმანიის ნაკრები? ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობ და არც ამის მიზეზი მაქვს. კარიერის ბოლოში ჯერ არ ვარ, პენსიაზე გასვლის ასაკამდე არ მივსულვარ და ვინ იცის, რა მოხდება მომდევნო წლებში. ჯერჯერობით არაფერია დაგეგმილი.

„რეალი“? ვინც ამას ამბობს, ფეხბურთი არ ესმის. „რეალიდან“ არავინ დამკავშირებია, არც მე და არც ჩემს აგენტს. ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზიაა. ჩემი საქმით ძალიან კმაყოფილი ვარ. „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ შესახებ ჭორები შემაწუხებელია. არავის დაურეკავს მოლაპარაკების დასაწყებად. ბოდიში, მაგრამ სანამ რამეს ვიტყვი, მათ უნდა დარეკონ. ეს არ მომხდარა“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ ამჟამად „რედ ბულის“ მენეჯმენტში მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170708