NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ მოედანზე "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 126:128 დამარცხდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, პირველი მეოთხედი სტუმრებმა 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, მეორე მეოთხედში კი "ორლანდომ" თამაში გამოასწორა და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდა. გადამწყვეტი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც "ინდიანამ" 44:31 მოიგო, წინ გაიჭრა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა ბოლო პერიოდი მოიგეს ეს მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 19:54 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 6 ქულას, 7 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გოგამ 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 38 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 25 მარტს "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.







