კალათბურთი

9:59 | 24.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 23 ქულა და "ტორონტოს" გამარჯვება "იუტასთან"

NBA-ში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, ხოლო მისმა "ტორონტო რეპტორსმა" სტუმრად "იუტა ჯაზი" დამაჯერებლად 143:127 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 32:13 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში 23 ქულას, 4 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას, 5 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო. ქართველმა სხვადასხვა სტატისტიკური ვებგვერდების შეფასებით 8.3 შეფასება დაიმსახურა და საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ბარეტთან ერთად საუკეთესო იყო.

რაც შეეხება თამაშსს, "ტორონტომ" თავიდანვე აქტიურად დაიწყო და პირველი სამი პერიოდი დამაჯერებლად იმარჯვა და საბოლოოდ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მატჩის MVP "იუტას" 19 წლის კალათბურთელი აირიუს ბაილი გახდა, რომელმაც მატჩი 37 ქულით დაასრულა.


შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 40 გამარჯვებითა და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 26 მარტს "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168369