ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და თანხმობა განაცხადა, რომ გახდეს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
გამოცემა „Le Parisien“ წერს, რომ ზიდანსა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის უკვე არსებობს ვერბალური შეთანხმება, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მისი დანიშვნა გადაწყვეტილია და ის ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს, როდესაც ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი დიდიე დეშამი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
დეშამი 2012 წლიდან ხელმძღვანელობს საფრანგეთის ნაკრებს და მისი ეპოქა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთმა 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა.
რაც შეეხება ზიდანს, მას სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მხოლოდ მადრიდის "რეალში" უმუშავია, სადაც 3-ჯერ მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის მოგება.





