ფეხბურთი

14:54 | 24.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას შვილი: "მამაჩემი თუ ნეაპოლისთვის ღმერთი იყო, მაკტომინეი ჩემთვის იესოა"

დიეგო მარადონას ვაჟმა დიეგო მარადონა უმცროსმა იტალიურ გამოცემა Televomero-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კომენტარი "ნაპოლის" შოტლანდიელ ფეხბურთელ სკოტ მაკტომინეიზე გააკეთა. მისი თქმით, მარადონას შემდეგ მაკტომინეი "ნაპოლის" ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელია.

"მამაჩემის შემდეგ, მაკტომინეი არის ნაპოლის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი მოთამაშე. მამაჩემი თუ ნეაპოლისთვის ღმერთი იყო, მაკტომინეი ჩემთვის იესოა, ის ფუნდამენტური მოთამაშეა. "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშისას მას გუნდში მთავარი როლი არასდროს ჰქონია, ჩვენ კი მას ეს ყველაფერი მივეცით და ვხედავთ როგორც თამაშობს. ის თავს უფრო სრულყოფილად და გამოცდილად გრძნობს და კარიერის მნიშვნელოვან ეტაპს აღწევს", - განაცხადა მარადონა უმცროსმა.

შეგახსენებთ, რომ სკოტ მაკტომინეი "ნაპოლიში" 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მას მიმდინარე სეზონში 36 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 11 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155244