როგორც იცით, "პარი სენ-ჟერმენმა" ლიგა 1-ის მეორე ადგილოსან "ლანსს" 11 აპრილს გასამართი მატჩის გადადების თხოვნით მიმართა, თუმცა პარიზელებმა ამ საკითხზე უარი მიიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, პსჟ-ს აღნიშნული დაპირისპირების გადადება და სხვა დროს გამართვა იმიტომ სურდა, რომ ამ პერიოდში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლივერპულთან" უწევს ორი შეხვედრის გამართვა. "პარი სენ-ჟერმენისა" და "ლივერპულის" პირველი შეხვედრა 8 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი ინგლისში 14 აპრილს არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ს 60 ქულით ლიდერობს, ხოლო "ლანს" 59 ქულა აქვს და მეორეზეა. აქვე ისიც სათმელია, რომ პარიზულ კლუბს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.





