25 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 200 -მდე სპორტსმენი, მათ შორის საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.
მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი:
25 მარტი - ქალები ( მოკლე პროგრამა) - 14:30 - 19:20
სპორტული წყვილები (მოკლე) - 21:45- 01:15
26 მარტი - მამაკაცები ( მოკლე პროგრამა) - 14:30 - 19:25
სპორტული წყვილები (თავისუფალი) - 21:15- 00:55
27 მარტი-სპორტული ცეკვები(რიტმული ცეკვა) 14:30 - 19:25 ქალები
( თავისუფალი პროგრამა) - 21:00- 00:50
28 მარტი - მამაკაცები (თავისუფალი) - 15:30 -19:20
სპორტული ცეკვები (თავისუფალი) - 21:30-00:50
29 მარტი - საჩვენებელი პროგრამა - 16:30 - 19:00 (მითითებულია საქართველოს დრო)
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატის სრულ პირდაპირ ტელეტრანსლირებას .







