ფეხბურთი

18:29 | 24.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანტუან გრიზმანი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

ანტუან გრიზმანი MLS-ში ითამაშებს. „ორლანდო სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა 35 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი.

გრიზმანმა კონტრაქტი 2028 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით.

„ძალიან მიხარია, რომ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი „ორლანდოში“ იწყება. თავიდანვე ვიგრძენი მაღალი ამბიცია და მომავლის მკაფიო ხედვა“, - თქვა ფრანგმა.

ანტუან გრიზმანის კარიერა „სოსიედადში“ დაიწყო, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და 2014 წელს „ატლეტიკოში“ გადავიდა, რომლის მაისურით 488 შეხვედრაში 211 გოლი აქვს გატანილი. 2019-2021 წლებში ის „ბარსელონაშიც“ თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ გრიზმანი სეზონს „ატლეტიკოში“ დაასრულებს, „ორლანდოს“ ივლისიდან შეუერთდება. მან „როხიბლანკოში“ მხოლოდ სამი ტიტული მოიგო - თითოჯერ ესპანეთის თასი, ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082932