„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახლოსაა კობი მეინუსთან შეთანხმებასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე.
20 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. მეინუ ერიკ ტენ ჰაგის პერიოდში ახლოს იყო „მანჩესტერიდან“ წასვლასთან, მაგრამ მაიკლ კერიკის ხელში ისევ იქცა გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად.
კობი მეინუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია, მთავარ გუნდში 2022 წლიდან 96 მატჩში 7 გოლი გაიტანა.





