ფეხბურთი

20:00 | 24.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მზადაა იტალიელ მცველში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს

„ბარსელონა“ „ინტერის“ ცენტრალური მცველის, ალესანდრო ბასტონის შეძენას გეგმავს.

კატალონიელთა ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ იტალიელი მრავალი წლის განმავლობაში შეძლებს გუნდის დაცვითი ხაზის საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბებას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელები ​​მზად არიან ფეხბურთელში „ინტერს“ 60 მილიონი ევრო შესთავაზონ. ბასტონის მოქმედი კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ალესანდრო ბასტონი „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და 293 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „პარმაში“ გამოდიოდა, ხოლო კარიერა „ატალანტას“ აკადემიაში დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.076853