ფეხბურთი

20:30 | 24.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ებერეჩი ეზემ შესაძლოა 6 კვირა ვერ ითამაშოს

BBC-ის ცნობით, „არსენალის“ შემტევი ნახევარმცველი ებერეჩი ეზე ტრავმის გამო შესაძლოა, ექვს კვირამდე ვერ ითამაშოს.

27 წლის ფეხბურთელმა გასულ კვირას „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ მატჩში წვივის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც უკვე გამოტოვა ინგლისის ლიგის თასის ფინალი „მანჩესტერ სიტისთან“ და ინგლისის ნაკრებსაც გამოაკლდა.

წინასწარი შეფასებით, ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას შესაძლოა ოთხიდან ექვს კვირამდე დასჭირდეს. ეზეს უახლოეს მომავალში დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შედეგადაც მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი დრო უნდა დადგინდეს.

ამავდროულად, კლუბი კაპიტან მარტინ ოდეგორის სწრაფ დაბრუნებას იმედოვნებს, რომელიც ასევე ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესს გადის და გუნდს სანაკრებო შესვენების შემდეგ დაეხმარება.

ებერეჩი ეზემ „არსენალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159625