საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, 28 და 30 მარტს, ყაზახეთის 19-წლამდელებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ზურა ხიზანიშვილის გუნდი, ივნისში გასამართი შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება.
ჩვენი ასაკობრივი, ივნისში ახალი ფორმატის შესარჩევ ციკლში მიიღებს მონაწილეობას. ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.
19-წლამდელები, 3-გუნდიან ჯგუფში - მონტენეგროს (3 ივნისს) და ისლანდიას (9 ივნისს) დაუპირისპირდებიან. პირველი რაუნდის მატჩებს, 3-9 ივნისს საქართველო უმასპინძლებს.
U19 | შემადგენლობა
მეკარეები: საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი), დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ღონღაძე (ჩიკაგო ფაირი, აშშ)
მცველები: გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ანდრია ჭეიშვილი (იბერია თბილისი), მათე შათირიშვილი (წყალტუბო სამგურალი), ალექსანდრე გეწაძე (ლოკომოტივი თბილსი), ალექსანდრ კირიკაშვილი (ჩერტანოვო, რუსეთი), ნიკოლოზ ბენდელიანი (დინამო თბილისი), საბა მარსაგიშვილი საბა (იბერია 1999), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი)
ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), გიორგი კობახიძე (გორი), რიჩარდ ფილიშვილი (ბარმბეკი, გერმანია), ტიმოთი სალაღიშვილი (ჩესვიკის სკოლა, ინგლისი), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), ნიკოლოზ ბარიხაშვილი (ოსასუნა, ესპანეთი), ირაკლი მარუაშვილი (ჰომბურგი, გერმანია), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ადუაშვილი (დინამო თბილისი)
თავდამსხმელები: დავით დვალიშვილი (კონფლანი, საფრანგეთი), ნიკა შათირიშვილი (ვიქტორია კიოლნი, გერმანია), დანილ დუპლი (ხიმნასტიკ ტარაგონა, ესპანეთი), საბა ჩხეტიანი (წყალტუბო სამგურალი), ნიკოლოზ სილაკაძე (დინამო თბილისი)
NAKREBI.GE





