„ლივერპულს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოჰამედ სალაჰი დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
სალაჰმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს მეშვეობით გააცნო „ლივერპულის“ ფანებს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ის თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბში უფასოდ გადავა, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას ჯერ უცნობია.
მოჰამედ სალაჰმა 2017 წლიდან „ლივერპულში“ 435 შეხვედრაში 255 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. მან ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგა, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი, ასევე, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
სალაჰი მანამდე „ბაზელის“, „ჩელსის“, „ფიორენტინას“ და „რომას“ შემადგენლობაში თამაშობდა.





