ფეხბურთი

0:18 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "ჩემთვის გუნდში თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია, მთავარია, ერთად ვიბრძოლოთ"
"ძალიან მიხარია და ვგრძნობ დაფასებას, მესმის, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა"

საქართველოს ნაკრების ახალმა კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ის კაპიტნად აირჩიეს.

როგორც მან თქვა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ გუნდში სხვა ლიდერებიც არიან და გასახდელში ერთიანობაა:

„ძალიან დიდი დაფასებაა ეს ყველაფერი და დიდი მადლობა ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ მე უნდა ვყოფილიყავი კაპიტანი. ვგრძნობ ამ დაფასებას, მიხარია. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგელობას მანიჭებს, რომ თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი ვიყო. გუნდში გვყავს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, ლიდერები, კაპიტნის სამკლაური არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონდეს ლიდერული თვისებები და არ გამოავლინოს ის გასახდელში. გასახდელში ერთი გუნდი ვართ, ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, ერთად ვიბრძოლოთ. კიტეიშვილი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ გვერდში ასეთი ადამიანი მყავს. იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება. კაპიტნობა დიდი ტვირთია, მაგრამ ჩემი აზრით, ავიღებთ ჩვენს თავზე, შევასრულებთ იმას, რაც გვევალება“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 2019 წლიდან საქართველოს ნაკრებში 47 მატჩი აქვს ჩატარებული (20 გოლი). მან დღემდე საქართველოს ნაკრებს სულ სამ შეხვედრაში უკაპიტნა. 25 წლის ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლაურით 2025 წელს სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, თბილისში კი ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.147433