ფეხბურთი

0:30 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "როცა მთელი გუნდი ერთ აზრზეა, შესაძლებელია წინსვლა და სწორი გზით განვითარება"
"კვარაცხელიას შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ახალი კაპიტნისა (ხვიჩა კვარაცხელია) და ვიცე-კაპიტნების (ოთარ კიტეიშვილი, ოთარ კაკაბაძე) არჩევის შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, აუცილებელია, რომ გუნდში ლიდერობა საკუთარ თავზე რამდენიმე ფეხბურთელმა აიღოს და როდესაც გუნდი ერთ აზრზეა, წარმატების მიღწევის მეტი შანსია:

„რა თქმა უნდა, ეს ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, კვარას ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საოცარი პროგრესი ჰქონდა. ახლა ის ისეთ დონეზეა, რომ შეუძლია თანაგუნდელებისთვის ბევრი რამის გაზიარება. ამ თემაზე რამდენიმე თვის წინაც ვისაუბრეთ და ვიგრძენი, რომ კაპიტნობის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა. აეღო პასუხისმგებლობა და გუნდს დახმარებოდა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. დარწმუნებული ვარ, თითოეულ თამაშსა და ვარჯიშზე ექნება სურვილი, გუნდის ლიდერი იყოს. თუმცა, მხოლოდ ის არ უნდა იყოს ლიდერი. გვყავს ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ვიცე-კაპიტანი იქნება. მას დიდი გამოცდილება და ძლიერი ხასიათი აქვს, პატივს სცემენ, როგორც ახალგაზრდები, ისე გამოცდილები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მანაც აიღოს პასუხისმგებლობა და ლიდერობა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ არ არის და ვერ მოვახერხეთ მასთან საუბარი, ოთარ კაკაბაძე თავისი გამოცდილებითა და გუნდში როლით, ძალიან კარგი ლიდერი იქნება. მათ ვთხოვე, ჩამოაყალიბონ 7-8 მოთამაშისგან შემდგარი ლიდერთა ჯგუფი, რომელიც ერთად აიღებს პასუხისმგებლობას, რადგან, მაშინ, როცა მთელი გუნდი ერთ აზრზეა, შესაძლებელია წინსვლა და სწორი გზით განვითარება", - თქვა სანიოლმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170698