საქართველოს ნაკრებს ახალი კაპიტანი (ხვიჩა კვარაცხელია) და ვიცე-კაპიტნები (ოთარ კიტეიშვილი, ოთარ კაკაბაძე) ჰყავს. ამ საკითხზე ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეცდება, პასუხისმგებლობას თავი ღირსეულად გაართვას.
„პირველ რიგში, მინდა, კაპიტნის რანგში წარმატებები ვუსურვო კვარაცხელიას. ჩვენთვის კვარა ყოველთვის იყო განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება. მეც, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რადგან ვიცე-კაპიტნობაც დიდი პასუხისმგებლობაა. დიდი ხანია ნაკრებში ვარ, საკმაოდ ბევრი თამაშიც დამიგროვდა და ძველი კაპიტნებისგან ბევრი ვისწავლე, მიხარია, რომ ასეთი წინამორბედები მყავდა, მათი ყურება შემეძლო მოედანსა და მის გარეთ, ვეცდები, რომ ამას ჩემი პასუხისმგებლობით თავი გავართვ“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს საქართველოს ნაკრებში 2017 წლიდან 49 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.







