მანუჩარ მარკოიშვილის ხელმძღვანელობით „მონაკომ“ ევროლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო.
33-ე ტურში „თავადებმა“ „ოლიმპია მილანო“ დაძაბულ ბრძოლაში, 90:85 დაამარცხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს. „მონაკო“ მთელი თამაშის განმავლობაში აგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მეტოქეს 15 ქულით აჯობა და დააქამბექა.
მარკოიშვილთან ერთად მანამდე, მონეგასკებმა სტუმრად „ანადოლუ ეფესს“ 98:93 აჯობეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო იქამდე მანუჩარის ხელმძღვანელობით „მონაკომ“ „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა (81:80).
აღსანიშნავია, რომ მარკოიშვილს მთავარი მწვრთნელის რანგში ევროლიგაზე ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული და ოთხივეში გაიმარჯვა. ბოლო სამზე მოგახსენეთ, მანამდე იყო 2 წლისწინანდელი მატჩი ფრანგულ „ასველთან“, რომელიც „მონაკომ“ 103:92 მოიგო.
„მონაკო“ ევროლიგაში 19 მოგებით და 14 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 მარტს, „პანათინაიკოსს“ ესტუმრება.







