„ბარსელონამ“ ევროლიგის 33-ე ტურში „ანადოლუ ეფესი“ დაძაბულ ბრძოლაში, 78:71 დაამარცხა, ხოლო თორნიკე შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„ბარსელონამ“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და მიუხედავად იმისა, რომ მესამე პერიოდი 9 ქულით დათმო, საბოლოოდ 78:71 მაინც გაიმარჯვა.
თორნიკე შენგელიამ 25 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP გახდა.
„ბარსელონა“ ევროლიგაში 19 მოგებით და 14 წაგებით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 მარტს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.







