ფეხბურთი

11:05 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიაში" ახალი მწვრთნელი დანიშნეს

"სევილიას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ლუის გარსია პლასა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ესპანელმა ანდალუსიურ კლუბში მატიას ალმეიდა შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

ლუის გარსიამ "სევილიასთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 53 წლის სპეციალისტს ბევრ გუნდში უმუშავია - ბოლოს "ალავესში", ხოლო იქამდე "მალიორკასა" და "ალ შაბაბში".

„სევილიას“ ლა ლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 29 ტურის შემდეგ 31 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08863