საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 26 მარტს ჩვენი გუნდი თბილისში ისრაელს უმასპინძლებს, ხოლო 29 მარტს ლიეტუვას ესტუმრება. ამ მატჩებისთვის ვილი სანიოლმა ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია - "გრაცის შტურმის" 23 წლის ნახევარმცველი, გიზი მამაგეიშვილი და "ბუდაპეშტის" მცველი ილია ბერიაშვილი.
დღეს, დებიუტანტებს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა, რის შემდეგაც ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს:
გიზი მამაგეიშვილი: "ეს ჩემს ცხოვრებაში ჩაიწერება თარიღად, რომელიც არასდროს წაიშლება და ყოველთვის მემახსოვრება"
ილია ბერიაშვილი: "მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, არ ვარ ძალიან ემოციური ადამიანი, თუმცა ასეთ ეტაპზე ეს ემოციები მაინც თავს იჩენს"
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი 26 მარტს 21:00 საათზე გაიმართება.





