ფეხბურთი

13:13 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსი: "დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დასრულდება და ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენთან ერთად იქნება"

"პარი სენ-ჟერმენისა" და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა მარკინიოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი მის თანაგუნდელ ნეიმარზე გააკეთა. ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე წავა.

"მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დასრულდება და ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენთან ერთად იქნება. მე მას პირადად ვესაუბრე და ვიგრძენი, რომ მას ამის ახდენის უზარმაზარი სურვილი აქვს. ჩვენ, როგორც თანაგუნდელებს, ბრაზილიელებს და გულშემატკივრებს, ასევე გვინდა, რომ ის ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენთან ერთად იყოს, რადგან ის გუნდისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს. როგორც მცველი გეტყვით, რომ მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, რადგან მარჯვნივ რომ ჩაკეტავ, მარცხნივ მიდის; მარცხნივ რომ ჩაკეტავ, მარჯვნივ მიდის. როცა ფიქრობ, რომ გამოსავალი აღარ აქვს, ის მაინც ახერხებს რაღაცის გაკეთებას, აკეთებს პატარა მოძრაობას და ახერხებს თავის დაღწევას", - განაცხადა მარკინიოსმა.

შეგახსენებთ, რომ მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში ბრაზილიის ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 27 მარტს საფრანგეთს დაუპირისპირდება, ხოლო 1 აპრილს ხორვატიის ნაკრებს. ამ შეხვედრებში ბრაზილიელი გულშემატკივრები ნაკრებში ნეიმარის დაბრუნებას ელოდებოდნენ, თუმცა კარლო ანჩელოტიმ ის განაცხადს მიღმა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091222