UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონის ისლამ მახაჩევის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა დაადასტურა, რომ დაღესტნელი მებრძოლი საჩემპიონო ქამარს ზაფხულში, კონკრეტულად კი ივლისში გამართავს.
"ყველაფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ისლამ მახაჩევი წლის პირველ ბრძოლას ივლისში გამართავს. ამ ყველაფერს UFC-ი სულ მალე ოფიციალურად დაადასტურებს. UFC-ის თოფურიასთან ბრძოლა მართლა რომ შემოეთავაზებინა, მახაჩევი მას აუცილებლად დათანხმდებოდა, სულ რო ცალი ფეხით ყოფილიყო. ჩვენ ყველაფერი უკვე დაგეგმილი გვაქვს და ზაფხულში დივიზიონის ნომერ პირველ კონტენდერთან ვიჩხუბებთ", - განაცხადა აბდელაზიზმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება, თუმცა ქართველმა მებრძოლმა დაადასტურა, რომ თავდაპირველად პორგანიზაციამ ისლამ მახაჩევთან ბრძოლა შესთავაზა, რაზეც რუსმა მებრძოლმა უარი განაცხადა.







