ფეხბურთი

15:30 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილა" პსჟ-ს თავდამსხმელის შეძენით დაინტერესდა

"ასტონ ვილა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თავდასხმის ხაზის გაძლიერებას ფიქრობს და როგორც ცნობილი გამოცემა SkySports-ი იტყობინება, ბირმინგემული კლუბის მთავარი სამიზნე "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდა თავდამსხმელი იბრაჰიმ მბაიეა.

წყაროს ცნობით, "ასტონ ვილას" ხელმძღვანელობა ფეხბურთელს აქტიურად აკვირდება და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავენ. აღსანინავია, რომ მბაიეს მიმართ ინტერესს გარდა "ასტონ ვილასი" პრემიერლიგის სხვა კლუბებიც იჩენენ, რაც კონკურენციას უფრო ზრდის.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებას ხელს ის ფაქტიც შეუწყობს, თუ უნაი ემერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდება, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაში შესაძლოა გარდამტეხი იყოს.


შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმ მბაიე პსჟ-ს აკადემიის აღზრდილია და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 25 მილიონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094797