ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი თვე რჩება, აღნიშნულ ტურნირს თბილისი უმასპინძლებს. შეჯიბრება 16 აპრილს დაიწყება და 19-ში დასრულდება.
დღეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილი გახდა, ტურნირზე სულ 18 ძიუდოისტი იჭიდავებს, საიდანაც 9 ვაჟია, ხოლო 9 ქალი.
საქართველოს შემადგენლობა:
ვაჟები
-60 კგ გიორგი სარდალაშვილი -66 კგ ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ მიხეილ ბახბახაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი -81 კგ ტატო გრიგალაშვილი -90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე -100 კგ ილია სულამანიძე +100 კგ გურამ თუშიშვილი.
ქალები
-48 კგ თამარ გიგოლაევი, ჯულიეტა როდონაია -52 კგ ნინო თათრიშვილი -57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე -63 კგ ნინო წიკლაური -70 კგ ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია +78 კგ სოფიო სომხიშვილი.







