კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად ალესანდრო ბასტონის ვარიანტი ხიბლავთ.
წყაროს ცნობით, "ბარსელონას" ბასტონის მიმართ ინტერესი გასულ ზაფხულსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ ესპანელებს "ინტერისთვის" ოფიციალურად არ მიუმართავთ. რომანოს თქმით, "ინტერი" იტალიელი მცველის გაყიდვას მხოლოდ 50 მილიონად არ დათანხმდება და ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბარსას" გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს.
ბასტონი "ინტერის" ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად რჩება და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 35 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 2 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





