ფეხბურთი

17:57 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ბოლო თვეები რთული იყო, მაგრამ გუნდში კარგ ენერგიას ვხედავ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისრაელთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე სავარაუდოდ, არ ითამაშებენ, რადგან რისკზე წასვლა ახლა გაუმართლებელი იქნება.

„ჩაკვეტაძეს და გოგლიჩიძეს გარკვეული პრობლემები აქვთ და ბუნებრივია, გარისკვას არ ვაპირებთ. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. გუნდში კარგი ატმოსფეროა, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს.

კაპიტანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფეხბურთელებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ამ მოვალეობას თავს საუკეთესოდ გაართმევს. არ მახსენდება, მეთქვას, რომ კაპიტანი აუცილებლად კიტეიშვილი უნდა ყოფილიყო.

ბოლო თვეები ჩვენთვის რთული იყო, მაგრამ შეკრების დაწყებიდან ვხედავ გუნდში მეტ პოზიტივს. თუ გუნდში უფრო მეტ დინამიკას და დისციპლინას ვაჩვენებთ. ერთა ლიგამდე დიდი დროა, მაგრამ მომზადება უკვე უნდა დავიწყოთ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ისრაელის ნაკრებთა მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088586