ფეხბურთი

18:26 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი: "საქართველოს მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს"

ისრაელის ნაკრების ფეხბურთელმა ელი დასამ საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მან გამოარჩია ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. ასევე ისაუბრა, ისრაელში არსებულ მდგომარეობაზე:

„ძალიან კარგად ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს. მათ მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავთ. ამ თამაშს არ ვუდგებით, როგორც ამხანაგურს. სექტემბრისთვის მოსამზადებლად ჩვენი გზის გაგრძელება გვსურს. გვინდა, რომ შედეგებზე ვისაუბროთ და არა მხოლოდ კონკურენტუნარიანობაზე.

ისრაელში ამჟამინდელი სიტუაცია ადვილი არ არის. დელეგაციის თითოეულ წევრს თავისი სირთულეები აქვს. ისრაელში ოჯახები გვყავს. გვსურს, ამ თამაშით ხალხი გავახაროთ. იმედი მაქვს, რომ ხალხი მატჩის დროს განგაშის სიგნალის ხმარს არ გაიგონებს და ქვეყნისთვის უკეთესი დღეები დადგება.

რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს - ისინი აგრესიულები და ტექნიკურები არიან მსოფლიო დონის მოთამაშეებით, სახელების ხსენება საჭირო არ არის, მაგრამ მიქაუტაძე და კვარცხალია საუკეთესო მოთამაშეები არიან“, - თქვა ელი დასამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08768