ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა რან ბენ შიმონმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
„გვჯერა, რომ ეს თამაშები ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია. მაღალი დონის მეტოქე გვყავს, ამიტომ ამხანაგური მატჩის დარქმევა არც თუ ისე იდეალურია. ვფიქრობდით, რომ საქართველო საუკეთესო შემადგენლობით იქნებოდა და ასეცაა.
ორივე გუნდმა მსოფლისო ჩემპიონატის პლეი-ოფამდე ვერ მიაღწია და აქ ახალი გზა გვაქვს. გვინდა, რომ რაღაც ახალი ავაშენოთ. ორივე გუნდს აქვს მიზნები, ეს ორივესთვის ახალი გზაა და გვინდა, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ. გვინდა, საუკეთესო გუნდი შევქმნათ, რომელიც შემდეგი გამოწვევებისთვის მზად იქნება. ახალ მეთოდებსა და ახალ მოთამაშეებს ვცდით. ეს მოსამზადებელი თამაშია და არა ამხანაგური. საქართველოს ნაკრები შესანიშნავი გუნდია, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.
კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეა, ისინი მასზე აქცენტს აკეთებენ, მაგრამ არ არის სწორი, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ამ თვალით შეხედო. მათ კარგი ნახევარმცველები და კარგი დაცვა ჰყავთ, მთლიანად გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მოვემზადეთ. რა თქმა უნდა, კვარხელიას პასები ყველაზე საშიშია და ჩვენ ამას მივაქცევთ ყურადღებას“, - თქვა ბენ შიმონმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.





