ფეხბურთი

20:30 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბუაშვილის გოლი ამხანაგურ მატჩში

სანაკრებო პაუზაზე „მეცმა“ ამხანაგური ჩაატარა ბელგიის მეორე დივიზიონის ბინადარ „სერენთან“ და მარცხი განიცადა.

„მეცი“ 65-ე წუთზე გიორგი აბუაშვილის გოლით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ორი უპასუხო გოლი გაუშვა და წააგო. „მეცში“ სხვა ქართველებს არ უთამაშიათ - გიორგი წიტაიშვილი სანაკრებო შეკრებაზეა, ხოლო გიორგი ქვილითაია სპარინგში მოედანზე არ გასულა.

გიორგი აბუაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„მეცს“ ლიგა 1-ში 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის განმავლობაში მხოლოდ სამი ქულა მოიპოვა. შედეგად, 14 ქულით ბოლო ადგილზეა, ძალიან გაუჭირდება ლიგა 1-ში დარჩენა, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, უშუალო კონკურენტ „ნანტს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.14668