სხვა

19:59 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვას მე-6 შედეგი მოკლე პროგრამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამაში გამოვიდა.

გუბანოვამ მსაჯებისგან 69.92 ქულა დაიმსახურა, რაც 33 მონაწილეს შორის მეექვსე შედეგი აღმოჩნდა. შედეგად, მან თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა, სადაც 24 მოციგურავე გადავიდა. თავისუფალი პროგრამა 27 მარტსაა დაგეგმილი.

„ეს ჩემი მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატია და პირველად ვისრიალე სუფთად მოკლედ პროგრამაში. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ჩემთვის პირად გამარჯვებად მეჩვენება. ოლიმპიადაზე ყველა ძალიან დაიღალა, ამიტომ ცოტა რთული იყო. მომზადება ცუდი არ იყო და საერთო ჯამში ნორმალური. ოლიმპიადამდე ჩვეულებრივზე ცოტა მეტს ვვარჯიშობდი, სხვა მხრივ, განსაკუთრებული არაფერი“, - აღნიშნა გუბანოვამ გამოსვლის შემდეგ.

გუბანოვას საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე 2022 წელს უკავშირდება, როცა მეექვსე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093295