ფეხბურთი

21:35 | 25.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმის აგენტმა "რეალზე" ხმები უარყო: "აშრაფი პსჟ-ში ყველაფრით ბედნიერია"

აშრაფ ჰაკიმის აგენტმა ალეხანდრო კამანომ განაცხადა, რომ მაროკოელ მცველს პსჟ-ში დარჩენა სურს.

გავრცელდა ხმები მადრიდის „რეალში“ მის შესაძლო დაბრუნებაზე, მაგრამ როგორც აგენტი ამბობს, ჰაკიმის მიზნები ამ ეტაპზე პსჟ-ს უკავშირდება.

„მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგება და გუნდის ლიდერობაა. ამჟამად სხვა არაფერზე ფიქრობს: ის კმაყოფილია მწვრთნელით, თანაგუნდელებით და პარიზში ცხოვრებით”, - აღნიშნა კამანომ.

აშრაფ ჰაკიმი პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და 199 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მანამდე მაროკოელი ფეხბურთელი „ინტერის“, „დორტმუნდის“ და „რეალის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089904