იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან პლეი-ოფის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია და დიდი წნეხი არსებობს, მაგრამ ამას შეჩვეულია:
„ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ არავისგან ვერაფერს ვთხოვთ. ჩვენ ვართ ჩვენივე ბედის შემქნელები. ამისთვის დიდი სიმშვიდე და იმის ცოდნაა საჭირო, რომ შხამიანი მოთამაშეების წინააღმდეგ ვთამაშობთ. მზად უნდა ვიყოთ. ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ბევრი ამბობს, რომ კრიზისში ვართ და არ გვაქვს იდენტობა: ფეხბურთში ყოველთვის ცოტა იღბალი გჭირდება. როგორც მაშინ, როცა 2003 წელს „მილანის“ შემადგენლობაში „აიაქსის“ წინააღმდეგ ვითამაშე: ამბროზინის ის მოქმედება რომ არა გოლის მომენტში, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებდით...
ფეხბურთში ასეთი იღბალი ასეთი საჭიროა, სიმართლე ისაა, რომ თუ ჟორჟინიო „სტადიო ოლიმპიკოზე“ პენალტიდან გოლს გაიტანდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდებოდით (2022 წელი გაიხსენა - რედ). იღბალი ფეხბურთში მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 2014 წლის შემდეგ არ ვყოფილვართ. თუმცა ეს წარსულია, მოდი, ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ.
ეს ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, მთელი ქვეყანა მხრებზე მყავს. ამ თვეებში ყველა მეუბნებოდა: „მისტერ, მუნდიალზე გაგვიყვანე“. წნეხი არსებობს, მაგრამ მთელი ცხოვრებაა ამ საქმეს ვაკეთებ“, - აღნიშნა გატუზომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში 26 მარტს, ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს. ამ წყვილში მოგებული ფინალში 31 მარტს, სტუმრად უელსს ან ბოსნიას შეხვდება.





