„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ იოჰან კრუიფზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.
„ყოველთვის, როცა დილემის წინაშე ვდგავარ, ვფიქრობ, რას გააკეთებდა იოჰან კრუიფი. გამბედაობა გეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. ის არის ადამიანი, რომელმაც ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენი თაობის წარმომადგენლები ათი წლისები ვიყავით, როდესაც იოჰანი აქ მოვიდა. ის მეუღლესთან ერთად მოვიდა, ბითლზის ვარცხნილობით. ის თავისუფლებას ნატრობდა, თანამედროვე იყო და ჩემზე, 10 წლის ბავშვზე, კვალი დატოვა. ის მოვიდა და „ბარსამ“ „ბერნაბეუზე“ 5:0 მოიგო, ლა ლიგა მოიგო და როდესაც მოედანზე გავიდა, ატმოსფერო ფანტასტიკური იყო. ის დაუოკებელი და მხიარული იყო. მწვრთნელის რანგშიც კი. ის ყოველთვის ყველაზე გაბედულ გადაწყვეტილებებს იღებდა. ჩვენ დიდად ვაფასებთ იოჰანს, როგორც მწვრთნელს, რადგან ის რევოლუციას წარმოადგენდა, მაგრამ იოჰანი, როგორც ფეხბურთელი, ჩვენთვის, ვინც მისი თამაში ვნახეთ, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. პელე, მარადონა, რონალდინიო ან ლეო მესი - ასეთი ფიგურების მიმართ მთელი პატივისცემით, იოჰანს ყველაფერი ჰქონდა“, - თქვა ლაპორტამ.





