საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ უარყო გავრცელებული ცნობა, თითქოს, მადრიდის „რეალის“ ექიმებმა მას არასწორ მუხლზე უმკურნალეს.
როგორც მბაპემ აღნიშნა, ფრანგი ჟურნალისტის, დანიელ რიოლოს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„მიხარია, რომ ორივე მუხლში თავს კარგად ვგრძნობ. გარკვეულწილად, ამას ჩემი კლუბსაც ვუმადლი. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ, ფორმაში და ჯანმრთელად. ინფორმაცია, რომ „რეალმა“ არასწორი მუხლი შეამოწმა, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ყოველთვის გვქონდა მკაფიო კომუნიკაცია „რეალთან“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე ამჟამად საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზეა, რომლის რიგებში მარტის ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. მიმდინარე სეზონში ფრანგმა შემტევმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 თამაშში 38 გოლი გაიტანა, ხოლო ექვსჯერ საგოლე პასი მიითვალა.





