ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოკლე პროგრაში შესანიშნავად იასპარეზეს.
ლუკას და ანასტასია გამოსვლა მსაჯებმა 79.45 ქულით შეაფასეს, რაც მოკლე პროგრამაში მეორე შედეგი აღმოჩნდა გერმანული წყვილის - მინერვა ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის შემდეგ (79.78). ასე რომ, ამ ორ წყვილს შორის სხვაობა მხოლოდ 0.33 ქულაა.
ქართულმა დუეტმა ტექნიკურ ელემენტებში 44.30, ხოლო პროგრამულ კომპონენტებში 35.15 ქულა მიიღეს. 79.45 ქულა მათთვის მოკლე პროგრამაში რეკორდული შედეგია, იქამდე საუკეთესო შედეგი 78.83 ქულა იყო.
რა თქმა უნდა, ბერულავა-მეტელკინამ თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვეს, რომელიც 26 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, მოკლე პროგრამაში იასპარეზა ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც მეექვსე ადგილი დაიკავა. ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან, ხოლო ერთი თვის წინ ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიული ვერცხლის მედალი მოუტანეს.







