ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
როგორც ცნობილი ინსაიდერი იტყობინება, ზიდანის გეგმები უცვლელია: ზეპირი შეთანხმება რამდენიმე თვეა არსებობს. გეგმა სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ამოქმედდება. ჯერ არაფერია ხელმოწერილი, რადგან ზიზუ და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია დიდიე დეშამს პატივს სცემენ.
ზინედინ ზიდანს 2021 წლის შემდეგ მწვრთნელად არსად უმუშავია და ზოგადად, მხოლოდ მადრიდის „რეალში“ მუშაობის გამოცდილება აქვს, სადაც 2016-2018 და 2019-2021 წლებში იყო.
საფრანგეთის ნაკრებს დიდიე დეშამი 2012 წლიდან უდგას სათავეში და ცნობილია, რომ გუნდს მუნდიალის შემდეგ დატოვებს. მან „მამლებს“ 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 2022 და 2016 წლებში, შესაბამისად, მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.





