NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "ლოს ანჯელეს კლიპერს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 94:119 დამარცხდა.
მასპინძლებმა თავიდანვე კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხეში დიდი უპირატესობაც მოიპოვეს, შედეგად გამარჯვება ეჭვქვეშ აღარ დაუყენებიათ და მიმდინარე სეზონში 37-ე გამარჯვება მოიპოვეს.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 15:04 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 17 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი. სანდრომ 2-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 40 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 28 მარტს "ნიუ ორლეანსთან" გამართავს.







